მიხეილ სააკაშვილის საქმე

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალის განხილვა სასამართლოში დასასრულს უახლოვდება. პროცესზე ბრალდებამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ექსპრეზიდენტს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან, რაც გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებას გულისხმობს. საქმის ორწლიანი არსებითი განხილვის შემდეგ დღეს დაცვის მხარემ მოსამართლის აცილება ითხოვა. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

თეონა ხუბულავა დაესწრო პროცესს.