მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას ბრალდების საქმის განხილვა გრძელდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას ბრალდების საქმის განხილვა გრძელდება. ბრალდების მხარემ წერილობით მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა და პროცესზე ამ წუთებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას მოადგილე  იკითხება.

პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს 7 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, საბიუჯეტო თანხები ძვირადღირებულ კოსმეტიკურ პროცედურებს, ყოფილი მმართველი გუნდის წევრების საზღვარგარეთ დასვენებასა და საჩუქრებს მოხმარდა.