მიხეილ სააკაშვილის წერილი

მიხეილ სააკაშვილი დიალოგის შეთავაზებას მიესალმება. მოქმედი პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას ყოფილი პრეზიდენტი გორის ჰოსპიტლიდან ეხმაურება. მისი თქმით, ზურაბიშვილისგან სიტუაციის ობიექტური და ძალიან ზუსტი დახასიათება მოისმინა – ის, რომ ჩვენ ეკონომიკური ბუმი და წარმატებები კი არ გვაქვს, როგორც მთავრობა ამბობს, არამედ ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური კრიზისი და საქართველოს მასობრივად ტოვებს ხალხი. ამის თქმას ნამდვილად დიდი გამბედაობა სჭირდებოდა და დღეს სალომე ზურაბიშვილმა ეს თვისება უდავოდ გამოაჩინა, – წერია მიხეილ სააკაშვილის წერილში. ერთი წუთით არ შევწყვეტ ბრძოლას, სანამ ეს უმძიმესი სიტუაცია, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმაც აღწერა, თითოეული ქართველისთვის რეალურად და რადიკალურად არ შეიცვლება. ამ მხრივ მშვიდობიან პროტესტსა და ინკლუზიურ დიალოგს გადამწყვეტი როლი აქვს, – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში.