მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელი გადავადების საკითხზე მორიგი პროცესი იმართება. სხდომაზე კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი, ნინო ნადირაძე იკითხება. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში დიდწილად არის პოლიტიკური მდგენელი, რაც ბევრი მიმართულებითაა ხელშემშლელი, ექიმები მუდმივი წნეხის პირობებში იმყოფებიან.