მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

15:21, 22.01.2026

2007 წლის 7 ნოემბრის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე, სამი წლის შემდეგ, პროცესზე პირველად გამოცხადდა ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. როგორც მან განაცხადა, სამი წლის შემდეგ სასამართლოში მხარდამჭერებთან შესახვედრად და განცხადების გასაკეთებლად მივიდა. სააკაშვილის თქმით, აბსოლუტური უმრავლესობა მხარს მის კურსს უჭერს. მისივე თქმით, არსებობს „მიშას ახალი თაობა“, რომელთან ერთადაც ემზადება მომავლისთვის. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „გარეთ რომ იყოს, მოქმედ ხელისუფლებას ერთ კვირაში დაასრულებდა“. მანვე ოპოზიციას გაერთიანებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და „საქართველოს იზოლაციაზე“, ასევე რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა. განცხადების დასრულების შემდეგ კი, პროცესი დატოვა. დახურულ პროცესზე დაიკითხნენ ბრალდების მოწმეები. პროცესის დახურვა ბრალდებამ მოითხოვა. მათი არგუმენტი იყო, რომ გენშტაბის ყოფილი მოადგილეები სახელმწიფო საიდუმლო საკითხებს შეეხებოდნენ. შემდგომი სხდომა კვლავ ბრალდების მოწმეთა დაკითხვით განახლდება. სააკაშვილის გარდა, აღნიშნულ საქმეში ბრალდებულები არიან ყოფილი მაღალჩინოსნები – დავით კეზერაშვილი, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი.

მსგავსი