მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი
7 ნოემბრის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე სასამართლო პროცესს დღეს, ბრალდებული, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრება. როგორც მისმა ადვოკატმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა, სააკაშვილი სიტყვით გამოვა და მოწმეები დაიკითხებიან. აღნიშნული საქმე ბრალდების მოწმეთა დაკითხვის ეტაპზეა. სააკაშვილის გარდა, მისი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები – დავით კეზერაშვილი, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან ბრალდებულები.