მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი
დასკვნით ეტაპზეა საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის საქმე. სხდომაზე მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა სიტყვით ისარგებლა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართავს. მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა და საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს ფრანგულ და უკრაინულ ენებზე მიმართა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.