მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და პროტესტის მონაწილეებს მიმართა მიხეილ სააკაშვილმა. მან პოლიტიკური განცხადებები საკუთარ სასამართლო პროცესზე ონლაინ ჩართვისას გააკეთა. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი საზღვრის უკანონო კვეთის ეპიზოდზე გაიმართა. საქმის სრული მტკიცებულებების უდავოდ ცნობაზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს შუამდგომლობა მოსამართლემ ნაწილობრივ დაუკმაყოფილა. პროკურორის მოთხოვნის საფუძველზე უდაოდ არ იქნა ცნობილი ორი – ფოთის და თბილისის ვიდეომასალები, რომელიც სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას ასახავს და მთავარი მოწმის, ელგუჯა ცომაიას ჩვენება. დანარჩენი მტკიცებულებების უდაოდ ცნობაზე კი დაკმაყოფილდა ბექა ბასილაიას მოთხოვნა.