მიხეილ სააკაშვილის სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სასჯელის მოხდის გადავადების საქმის განხილვა გრძელდება.

დღევანდელ პროცესზე მორიგი უცხოელი ექიმი, ამჯერად გასტროენტეროლოგი იკითხება. ის შუადღის 12:00 საათიდან პასუხობდა დაცვის მხარის შეკითხვებს. საკუთარ პოზიციას უცხოელი ექიმი მისთვის მიწოდებული სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე აფიქსირებს. პროცესში ის დისტანციურად მონაწილეობს.