მიხეილ სააკაშვილის საქმე

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე. დაკითხული მოწმის ცნობით, კონკრეტულ დოკუმენტებს, რომელსაც გრიფით საიდუმლო დაედო, ამის საფუძველი არ არსებობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი მიხეილ სააკაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე დაკითხეს. მოწმე მამუკა ლომიძემ თქვა, რომ საფინანსო სამეურნეო სამსახურში შესული იყო საბუთები, რომელიც ოპერატიული მიზნების შესახებ ხარჯებს ეხებოდა, თუმცა რეალურად ეს ხარჯები გაწეული იყო ოქროს სამკაულების შესაძენად ან წვეულებებისთვის. მოწმის დაკითხავამდე მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და სასამართლოზე სახალხო დამცველს მოუსმენენ. საუბარია თემურ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე ომბუდსმენის დასკვნაზე, სადაც ადვოკატების განცხადებით სახალხო დამცველი ცალსახად აცხადებს, რომ ჯანაშიას ბრალდება უნდა მოეხსნას.