მიხეილ სააკაშვილის საქმე

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა „ვივამედში“ ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მივიდა. მისი განცხადებით, ადვოკატების სურვილია, უცხოელი ექსპერტების დაკითხვა წელს მოესწროს, რის გამოც, 29 დეკემბრის სასამართლო პროცესზე დააყენებს შუამდგომლობას, სხდომების 30 და 31 დეკემბერს ჩანიშვნის შესახებ. ასევე მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისა და ადვოკატების მოთხოვნაა, საქმეში„ ეფბიაი“ ჩაერთოს. ამასთან, როგორც ხაჭაპურიძემ განაცხადა, ამიერიდან, მიხეილ სააკაშვილთან მნახველები სპეციალური ეკიპირებით უნდა შევიდნენ, ადვოკატებს კი შაბათ-კვირას კი მისი მონახულება შეეზღუდათ.