მიხეილ სააკაშვილის საქმე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, – აცხადებენ მისი ადვოკატები. ამ წუთებში პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტთან ნიკა გვარამია იმყოფება. რუსთავის ციხესთან მივიდა თაკო ჩარკვიანიც. მანამდე მიხეილ სააკაშვილი მოინახულა ლიზა იასკომ. რადას დეპუტატმა მედიას ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მიაწოდა.