მიხეილ სააკაშვილის მოწოდება - შეფასებები

მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, რომ წინასაარჩევნოდ კამათის ნაცვლად, პატარა პარტიები საქმეზე უნდა გადავიდნენ რათა 5 %-ანი ბარიერის გადალახვა შეძლონ, დღეს არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოყვა პოლიტიკურ სპექტრში. ყოფილი პრეზიდენტის პროგნოზს, ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის პარტიები „ლელო“ და „ახალი“ სკეპტიკურად უყურებენ და მათი პარტიების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერაზე ამახვილებენ ყურადღებას. ოპოზიციის მეორე ნაწილი, მათ შორის „გირჩი“, სააკაშვილის პოზიციას მართებულად მიიჩნევს და მისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება. მმართველი გუნდი კი „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ ოპოზიციიდან საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.