მიხეილ სააკაშვილის მორიგი განცხადება

12:05, 23.08.2026

დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებს შორის ისევ გრძელდება და ისევ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე. ნიკა გვარამიას მწვავე კრიტიკას, სადაც ის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს პოპულიზმსა და ცარიელ რიტორიკას უწოდებს – ყოფილი პრეზიდენტი პასუხობს.

მორიგი „ოპოზიციური“ კბენა. მე თურმე ომის გამჩაღებელი ვარ, რადგან დავწერე, რომ აფხაზეთის დაბრუნების გზა არის ის, რაც გააკეთა აზერბაიჯანმა და რომ გვჭირდება ძლიერი არმია და მოკავშირეების დახმარება. ერთსაც და მეორესაც მინდა მივუგო, რომ მე მეზიზღება ომი. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ რუსეთმა ბოლომდე არ გადაგვყლაპოს და მოგვინელოს.
მაგრამ გარემოებები იცვლება და იგივე „ოპოზიციონერებისგან“ აფხაზეთის ყარაბაღთან შედარება სრულიად მიუღებელი და უადგილოა,“ – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა ციხიდან გამოაქვეყნა წერილი, სადაც გვარამია გააკრიტიკა ფაშინიანის გადაწყვეტილების მოწონებისა და ყარაბაღის მაგალითის აფხაზეთთან შედარების გამო.  

მსგავსი