მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა - გამოხმაურება

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ის სასწრაფოდ უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას საჭიროებს. ოჯახი და უფლებადამცველები ამ ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან, რომელმაც ადვოკატების სარჩელი უნდა განიხილოს. პარალელურად, სააკაშვილის მხარდასაჭერად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გამართეს და ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანა მოითხოვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აქცია გააკრიტიკეს უმრავლესობაში, სადაც მიაჩნიათ, რომ პარტიის წევრები პარტიაში მიმდინარე მძიმე პროცესების გადაფარვას პატიმრის მდგომარეობის გამოყენებით ცდილობენ.