მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია

კლინიკა „ვივამედთან“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და აქტივისტები აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა, საქართველოში მას სათანადო მკურნალობა არ უტარდება, რაც მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.