2003 წლის 23 ნოემბრის ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი. სოციალურ ქსელში ყოფილი პრეზიდენტი წერს: „ვარდების რევოლუცია 2003 წელს არ დამთავრებულა, პირიქით, 23 ნოემბერმა სათავე დაუდო მსოფლიოს მასშტაბით უპრეცედენტო, რადიკალურ, სიღრმისეულ რეფორმებს, რომლებმაც შეუმდგარი სახელმწიფო აქციეს მსოფლიო მასშტაბის მაგალითად განვითარების და წარმატების“- წერს სააკაშვილი. დღესვე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ვარდების რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებით, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდნენ, სადაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის. მათ პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს.