მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ადგილები სიაში რეიტინგის მიხედვით უნდა გადანაწილდეს. ამის შესახებ უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ვიდეომიმართვაში საუბრობს.

„მივესალმები ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც კოორდინაციას უწევს ოპოზიციის ჯგუფების მოქმედებას, ვინაიდან, ასეთი რეჟიმების წინააღმდეგ ძალების გაერთიანების გარეშე ძნელია მოქმედება“, – აცხადებს სააკაშვილი.