მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკური განცხადებების მიზეზია – რას აცხადებს გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი

18:02, 06.01.2018

მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი გადაწყვეტილება ისევ შეფასებების და პოლიტიკური განცხადებების მიზეზია. საქალაქო სასამართლოს განაჩენს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კიდევ ერთხელ ეხმაურებიან.

გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი ამბობს, რომ გადაწყვეტილება შემაშფოთებელია და ეს პრეცედენტი ეჭვქვეშ აყენებს ნებისმიერი შეწყალების აქტს, რომელიც პრეზიდენტებს განუხორციელებიათ ან მომავალში განახორციელებენ.

მსგავსი