მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმების შეფასება

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი კომპლექსურ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს და კარგი იქნება თუ მისი პატიმრობა გადავადდება, იმისათვის რომ მან სრული სამკურნალო კურსი გაიაროს. სააკაშვილის მკურნალი ექიმის ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით, „ფეისბუქზე“ წერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მედიკოსთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. გიორგი პაპიაშვილი დარწმუნებულია, რომ გარკვეული საფრთხის მიუხედავად, იმ ექიმებს, ვინც მას ამჟამად მკურნალობენ, პაციენტის სრულყოფილი რეაბილიტაციის უნარი შესწევთ.