გიული ალასანიას განცხადება - გამოხმაურება

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მკურნალობაზე ისევ უარს აცხადებს. დღეს მსჯავრდებულთან კლინიკა „ვივამედში“ მისი დედა, გიული ალასანია იმყოფებოდა, რომელმაც კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნა სასჯელის გადავადებაა, რის შემდეგაც, თავად გადაწყვეტს, სად გააგრძელებს მკურნალობას. მიხეილ სააკაშვილი უკვე მეორე დღეა საკვების მიღებაზე უარს ამბობს.

გიული ალასანიას განცხადებას მმართველი გუნდი ეხმიანება და აცხადებს, რომ ამით ნათლად გამოჩნდა მათი თვითმიზანი – გადაუვადდეს სააკაშვილს სასჯელი, მიუხედავად იმისა, რომ „ვივამედში“ მსჯავრდებულის მკურნალობისთვის ყველანაირი პირობა არსებობს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი შაშკინის შეფასებას, ის აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა აუცილებელია.