მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი გაკეთდა „ვივამედში“. სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, მსჯავრდებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას არ აღენიშნება ტემპერატურა და არ საჭიროებს გადაყვანას კრიტიკულ დეპარტამენტში. კოვიდი მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით. რესპირაციული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკაში გიული ალასანია მივიდა. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას აღენიშნებოდა გონების დაკარგვის მორიგი ეპიზოდი.