მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

15:09, 25.12.2022

მიხეილ სააკაშვილი ისევ უარს აცხადებს ექსპერტიზის ჩატარებასა და ანალიზების აღებაზე და ამბობს, რომ მხოლოდ უცხოელ ექსპერტებს ენდობა. დღეს ის კლინიკა „ვივამედში“ გიული ალასანიამ მოინახულა. ყოფილი პრეზიდენტის დედა აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი არ უნდა გაჭიანურდეს. ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, დაესწრება თუ არა ყოფილი პრეზიდენტი 29 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს, ჯერ-ჯერობით უცნობია. მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახი საქმის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.

მსგავსი