მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან მორიგ წერილს ავრცელებს, რომელიც „ვივამედში“ ვიზიტის შემდეგ, ჟურნალისტებთან გიული ალასანიამ წაიკითხა. წერილში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დედაზე – გიული ალასანიაზე წერს. მისი თქმით, ყოველ მისვლაზე, საკვების მიტანისას ალასანიას ალოდინებენ და ამცირებენ, სწორედ ეს იწვევს სააკაშვილის გაღიზიანებას. გიული ალასანია დარწმუნებულია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მოწამლეს და მას ნელ-ნელა კლავენ.