მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის გამართვამდე, ექსპრეზიდენტი მოინახულეს მისმა უფლებადამცველებმა და გიული ალასანიამ. მისი ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აქვს სურვილი, რომ ხვალინდელ პროცესს ნებისმიერი საშუალებით დაესწროს, თუმცა მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, მისცემენ თუ არა მას ექიმები სასამართლოში ეტაპირების უფლებას, ჯერჯერობით უცნობია. მისი ადვოკატის განცხადებით, სასამართლო სხდომებზე დაიკითხებიან მხოლოდ ძირითადი მოწმეები, სამედიცინო ექსპერტები, „ვივამედის“ ექიმები და ასევე სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის წევრები. გიული ალასანიას იმედი აქვს, რომ გადაწყვეტილება შემჭიდროებულ ვადებში იქნება მიღებული. ცოტა ხნის წინ, განცხადება გააკეთა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმაც. მისი თქმით, შესაძლოა, ხვალინდელი პროცესი გადაიდოს, რადგან დაცვის მხარე სასამართლოში ახალი მტკიცებულებების წარდგენას გეგმავს.