მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

15:19, 06.12.2022

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები საქალაქო სასამართლოსა და პენიტენციურ სამსახურს მიმართავენ, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასჯელის გადავადების მოთხოვნასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი უახლოეს პერიოდში ჩატარდეს. ასევე, მათი მოთხოვნაა, ექსპრეზიდენტმა დისტანციურად, ლაივ რეჟიმში შეძლოს სხდომაზე დასწრება. კლინიკაში დღეს მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, სასამართლო პროცესი დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მალე გაიმართება. ალასანია ასევე აცხადებს, რომ მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციის საჭიროებას არ გამორიცხავს.

მსგავსი