მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, – აცხადებს ადვოკატი, რომელმაც კლინიკა უკვე დატოვა. მანამდე კი კლინიკაში გიული ალასანია იმყოფებოდა. მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა. განცხადება გააკეთა „ვივამედის“ ექიმმაც და აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობს.
მიხეილ სააკაშვილთან დღეს ომბუდსმენის აპარატის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრებიც მივლენ, რომლებმაც ის გუშინაც მოინახულეს. სახალხო დამცველის განცხადებით, მიიღეს წერილობითი თანხმობა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაჯაროების შესახებ.