მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ამ წუთებში „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად სახალხო დამცველი ექსპერტებთან ერთად იმყოფება. ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელები აცხადებენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს დროულად არ გადადგამს, ლეტალობის შედეგი დადგება. უფლებადამცველები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იმ სასამართლო პროცესის დროულად ჩანიშვნას ითხოვენ, რომელმაც სააკაშვილის ჯანმრთელობის საჭიროებებზე უნდა იმსჯელოს.