მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ცენტრ „ემპათიის“ მიერ გასაჯაროებულ დასკვნას პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები უკვე მოყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ სასწრაფოდ გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობენ და მისი მძიმე მდგომარეობის დასადასტურებლად, ფოტოსურათის ან ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებას სთხოვენ შესაბამის უწყებას. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შესაბამისმა უწყებამ უნდა მიიღოს და არა პარლამენტმა.