მიხეილ სააკაშვილი აშშ-დან მოწვეულმა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა მოინახულა. კლინიკა „ვივამედში“ ჯეიმს კობი გვიან ღამით იმყოფებოდა. მისი განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ექსპერტთა ჯგუფი აგრძელებს მუშაობას. ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ჯეიმს კობის დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.