მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ითხოვს დასკვნის მომზადებაში დამოუკიდებელი ექსპერტები ცენტრ „ემპათიას“ სპეციალისტებთან ერთად ჩაერთონ. ინტერესების დამცველმა ყოფილი პრეზიდენტი დილიდან მოინახულა კლინიკაში. მისი თქმით, ახლა მთავარი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. შალვა ხაჭაპურიძე ჯანდაცვის სამინისტროსაგან, უმოკლეს ვადაში, კიდევ სამი უცხოელი ექსპერტისთვის კვლევის პროცესში ჩართვის ნებართვის გაცემას ელოდება.