მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

კლინიკა „ვივამედში“ მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მოინახულა. ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება წონაში კლება. მისივე თქმით, სააკაშვილთან განიხილა უკრაინაში არსებული ვითარება და გადასცა მას საერთაშორისო პარტნიორების მოკითხვა. დღესვე, მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა გიული ალასანიაც.