მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სამედიცინო ასოციაციების ხელმძღვანელები შეხვედრაზე პოლონეთის საელჩოში იმყოფებიან. ელჩის სახელზე წერილს ისინი მის მოადგილეს გადასცემენ. დოკუმენტით ასოციაციის წევრები მიხეილ სააკაშვილის ამერიკის ან ევროპის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.