მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ნიკა გვარამიას მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტი დასტურდება. რის შესახებაც, მისი თქმით, ინფორმაცია მკურნალი ექიმისგან მიიღო. საუბარია, 27 დეკემბერს, გორის ჰოპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაყვანის მცდელობაზე. გვარამია ასევე აცხადებს, რომ სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამის შემდეგ გაუარესდა და აუცილებელია მისი რეაბილიტაცია – უკრაინის ან სხვა ქვეყნის კლინიკაში გადაყვანა. გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ამ დროისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე და უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე იმყოფებიან, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან  შეხვედრას ელოდებიან.

დატოვე კომენტარი