მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად შექმნილი მულტიპროფესიული ექსპერტების ჯგუფი დღეს ექსპრეზიდენტს მოინახულებს. ექიმები სააკაშვილის მდგომარეობას შეაფასებენ და გადაწყვეტენ, საჭიროა თუ არა მისი საავადმყოფოში გადაყვანა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 23-ე დღეა შიმშილობს.