მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მკურნალობას განაგრძობს. ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის გასაცნობად  ჰოსპიტალში სააკაშვილის პირადი ექიმი და რადას დეპუტატი, ლიზა იასკო იმყოფებოდნენ. ნიკოლოზ ყიფშიძე ადგილზე ეცნობა დოკუმენტაციას და მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ლიზა ისაკომ კი უკვე დატოვა ჰოსპიტალი და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.  ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს, რომელიც ხვალ საქალაქო სასამართლოში გაიმართება.