მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება. ის მკურნალობას აგრძელებს. ამ წუთებში მის მოსანახულებლად გიული ალასანია იმყოფება. დილიდან კი ყოფილ პრეზიდენტს ადვოკატი შეხვდა. ინტერესების დამცველის განცხადებით, სააკაშვილი ითხოვს კამერების თანდასწრებით პალატაში ჟურნალისტებს შეხვდეს. გორის ჰოსპიტალთან იმყოფება თინა ბოკუჩავაც.