მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. ენდოკრინოლოგის თქმით, დღეიდან მას საკვებზე შეზღუდვა მოეხსნება. პაციენტის ლაბორატორიული მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია და ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის საშიში გართულება მას არ აღენიშნება. სააკაშვილის დედა კი აცხადებს, რომ მის შვილს ნორმალურად სიარული უჭირს და თვალშისაცემია მისთვის მიყენებული ფსიქოლოგიური ტრავმა.