მიხეილ სააკაშვილი დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისმა ადვოკატებმა მოინახულეს. ადვოკატების განცხადებით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა საყურადღებოა, ის თავს სუსტად გრძნობს და წონაშიც უფრო მეტად არის დაკლებული.
მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქგვერდზე მორიგი წერილი გამოაქვეყნა. მისი თქმით, უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება. „თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია! – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.