მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა, – ამის შესახებ მისი პირადი ექიმი აცხადებს, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ, ფსიქოტროპული პრეპარატების გამოყენების საკითხსაც შეეხო. ნიკოლოზ ყიფშიძის განმარტებით, იგეგმებოდა დოზების გაზრდა და ათჯერ მეტი დოზის გამოყენება, რაც პაციენტის უფრო მეტ სისუსტესა და მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევდა. ექიმმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ყიფშიძის განმარტებით, ეს შეუძლებელია და ამ გადაწყვეტილებას ხელს არავინ მოაწერს. მსჯავრდებული გუშინვე მისმა დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილს ჰქონდა დანიშნული პრეპარატი, რომელსაც ფსიქიკურად დაავადებულები იღებენ. მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ რჩება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილს ეს პრეპარატები სასამართლო პროცესის წინ მიზანმიმართულად დაუნიშნეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აშკარად გაუარესებულია.