მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„მიხეილ სააკაშვილს არასწორად მკურნალობენ, მის კვებას კი სუსი აკონტროლებს“, – ეს კომენტარი ჟურნალისტებთან ყოფილი პრეზიდენტის დედამ გააკეთა. გიული ალასანია ამ წუთებში გორის ჰოსპიტალში შვილის მოსანახულებლად იმყოფება. დღესვე გორში გეგმავს ჩასვლას სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძეც. დაწესებულებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა მეუფე ნიკოლოზი. სასულიერო პირი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი დასუსტებულია.