საქართველოს მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობას განაგრძობს. ის გუშინ საღამოს პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ და ალტერნატიული კომისიის წევრმა, ნევროლოგმა ოთარ თოიძემ მოინახულა.
როგორც მედიკოსებმა მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ აღნიშნეს, მდგომარეობა სტაბილური, თუმცა საყურადღებოა. რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის ნევროლოგიურ სტატუსს, ექიმი ოთარ თოიძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით გაუმჯობესება არ შეინიშნება. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტს სრულად გამოჯანმრთელებისთვის რამდენიმე თვე დასჭირდება.