მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ამ წუთებში, გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ექიმები იკრიბებიან. ცოტა ხნის წინ, მსაჯავრდებულთან უკვე შევიდა მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე. მიხეილ სააკაშვილთან შედის ასევე ცენტრი „ემპათიის“ სამი ექსპერტი, მათ შორის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი. ისინი კიდევ ერთხელ გაეცნობიან მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ადვოკატები კი დღის ბოლომდე დაელოდებიან ექიმებისგან პასუხს, იძლევა თუ არა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმის საშუალებას, რომ ის ხვალ სასამართლო პროცესს დაესწროს.

რა განცხადება გააკეთა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჰოსპიტალში შესვლამდე – ნინო ფისაძის ჩართვა პირდაპირ ეთერში.