მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილთან ამ დრომდე არ მისულან ექიმები და მხარდამჭერები, თუმცა დღეს, სავარაუდოდ, მასთან ისევ შევლენ კონსილიუმის წევრი ექიმები. „მოამბესთან“ სატელეფონო საუბარში მათი ნაწილი აცხადებს, რომ ისინი ელოდებიან მკურნალი ექიმის მხრიდან შეტყობინებას შეკრების შესახებ. გუშინ მათ ყველას გადაეგზავნა სააკაშვილის ანალიზების პასუხები და ამბობენ, რომ მაჩვენებლები ნორმაშია. ადვოკატები დღის ბოლომდე ელოდებიან ექიმებისგან პასუხს, იძლევა თუ არა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმის საშუალებას, რომ ის ხვალ სასამართლო პროცესს დაესწროს.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მკურნალმა ექიმმა, ნინო გოგორიშვილმა გვიან ღამით განაცხადა. მისი  განმარტებით, პაციენტის ლაბორატორიული ანალიზები ნორმის ფარგლებშია, თუმცა აღენიშნება მცირედი სისუსტე. მისივე თქმით, ენდოკრინოლოგებთან შეთანხმებით, კვების რაციონი გაფართოვდა და პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

დატოვე კომენტარი