მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

გლდანის მე-18 დაწესებულებაში გვიანობამდე იმყოფებოდნენ სხვადასხვა პროფილის ექიმები – მათი განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში. სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ მე-18 დაწესებულებას არ აქვს რესურსი, მართოს მოსალოდნელი გართულებები.