მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის ციხეში მისი ადვოკატი იმყოფება. პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე, ინტერესების დამცველმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. ღამით კი, ყოფილი პრეზიდენტი მისმა პირადმა ექიმმა მოინახულა. ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დანიშნული მედიკამენტების მიღებას განაგრძობს.