მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

არჩევნების მეორე ტურს ციხის საკნიდან ადევნებდა თვალს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას განაგრძობს. ექს-პრეზიდენტი წამლების მიღებასა და ექიმების მომსახურებაზე კვლავ უარს ამბობს. მის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ციხის საავადმყოფოში შესაძლო გადაყვანაზე კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს იუსტიციის მინისტრი. რატი ბრეგაძე ამბობს, რომ თუ სააკაშვილის ჰოსპიტალში გადაყვანა გახდება საჭირო და უარს იტყვის, წესების მიხედვით იმოქმედებენ. მინისტრის თქმით, სამინისტრო მზად არის ყველა სცენარისთვის, მათ შორის პატიმრის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ვერტმფრენის გამოყენებისთვისაც.