მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი გიული ალასანიას იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილმა გონება ორჯერ დაკარგა. ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობას ექიმი სტაბილურს და საყურადღებოს უწოდებს. თამარ ჭანტურიას თქმით, სააკაშვილის გონების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ექიმს თავად ალასანიამ მიაწოდა, მეორე შემთხვევისას კი ფაქტს კლინიკის ექთანიც შეესწრო და ის თავბრუსხვევად შეაფასა. ნევროლოგიური შემოწმების შემდეგ, დავარდნის შედეგად თავის ტრავმის რისკი გამოირიცხა.