მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი გიული ალასანიამ მოინახულა. ალასანიას თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმებულია. მისი განმარტებით, ექსპრეზიდენტს უჭირს გადაადგილებაც. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმაც ისაუბრა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტის კვებიდან და ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მდგომარეობა მძიმეა და იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი კვლავ უარს განაცხადებს მკურნალობასა და საკვების მიღებაზე, მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს. ზურაბ ჩხაიძე ასევე პასუხობს სააკაშვილის ადვოკატის მოსალოდნელ სარჩელს, „ვივამედის“ მედპერსონალის მიმართ. მისი განმარტებით, მედპერსონალი მკურნალობის ეტაპზე სხვადასხვა სირთულეს აწყდება, რაც ჩანაწერებშიც არის ასახული.