მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

გიული ალასანიას ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში ოჯახის სარჩელი მაქსიმუმ ხუთშაბათს გაიგზავნება. მისი განმარტებით, აღნიშნულით დაცვის მხარე მოითხოვს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებასა და მისთვის მკურნალობის საშუალების მიცემას. ალასანიამ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი 58 კილოგრამს იწონის, თუმცა როგორც  მოგვიანებით „ვივამედისკლინიკურმა დირექტორმა საპასუხოდ განაცხადა, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი ამჟამად 64 კილოგრამს იწონის და წინა მონაცემებთან შედარებით მომატებულია.